• 07-06-2024
    "მალდინი, კოსტაკურტა, ნესტა, სტამი თუ კალაძე?" - შევჩენკომ უხერხულ კითხვას უპასუხა
    "მალდინი, კოსტაკურტა, ნესტა, სტამი თუ კალაძე?" - შევჩენკომ უხერხულ კითხვას უპასუხა

    "მილანის" უკრაინელმა ლეგენდამ, ანდრე შევჩენკომ ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.

    ყოფილ ფეხბურთელს იმ ფეხბურთელებით 11-ეული აწყობა, რომელთა ერთადაც უთამაშია:

    - დიდა, აბიატი თუ როსი?

    - დიდა.

    -კაფუ, ძამბროტა თუ ტასოტი?

    - რთულია ერთის დასახელება... ტასოტი.

    - მათგან ორი აირჩიეთ - მალდინი, კოსტაკურტა, ნესტა, სტამი თუ კალაძე?

    - ნესტა და მალდინი.

    - სერჟინიო თუ იანკულოვსკი?

    - სერჟინიო.

    - მათგან სამი აირჩიეთ - გატუზო, პირლო, ზეედორფი, ამბროზინი, ალბერტინი

    - გატუზო, ზეედორფი და პირლო.

    - მხოლოდ ორი დაგვისახელეთ - კაკა, რონალდინიო, რუი კოშტა, ბობანი და რივალდო..

    - კაკა და ბობანი.

    - ვეა, ინძაგი, კრესპო, ტომასონი, ბიერჰოფი და შევჩენკო - რომელს ირჩევთ?

    - აუცილებლად ინძაგის ვიტყვი. შემდეგ კი არჩევანს კრესპოსა და ვეას შორის გავაკეთებდი, მე? პრეზიდენტობა მირჩევნია.

    - მწვრთნელი?

    - კარლო ანჩელოტი", - განაცხადა შევჩენკომ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში.

    Facebook კომენტარები