• 09-06-2024
    კონტრაქტი ტრანსფერს არ გამორიცხავს? - რა ხდება ოთარ კიტეიშვილის თავს
    კონტრაქტი ტრანსფერს არ გამორიცხავს? - რა ხდება ოთარ კიტეიშვილის თავს

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების 28 წლის ფეხბურთელმა, ოთარ კიტეიშვილმა გრაცის “შტურმთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა.

    ქართველმა მაესტრომ ავსტრიულ გუნდთან ხელშეკრულებას ხელი 2026 წლამდე მოაწერა.

    CRYSTALSPORT-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიტეიშვილის უკეთეს გუნდში ტრანსფერი კვლავ არ არის გამორიცხული.

    როგორც ირკვევა, ოთომ “შტურმთან” კონტრაქტი პატივისცემის მიზნიით გააფორმა და სურდა, რომ თავის გუნდს მისი გაყიდვის შემთხვევაში შემოსავალი მიეღო.

    კიტეიშვილი ევრო 2024-ზე მშვიდად ითამაშებს. თუ ოთარმა კონტინენტის პირველობაზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა ევროპული გუნდები მისთვის იბრძოლებენ, თუ მოვლენები მსგავსად ვერ განვითარდა, ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე “შტურმში” ასპრეზობა გარანტირებულია.

    აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კიტეიშვილის შეძენა “აუგსბურგს” და “ჰოფენჰაიმსაც” სურდათ.

    Facebook კომენტარები