• 09-06-2024
    რა ბედი ელის გაბრიელ მოსკარდოს? - უახლესი ცნობები
    რა ბედი ელის გაბრიელ მოსკარდოს? - უახლესი ცნობები

    როგორც მოგეხსენებათ. ფრანგულმა პსჟ-მ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “კორინთიანსიდან” ახალგაზრდა მოთამაშე, გაბრიელ მოსკარდო დაიმატა.

    ახალგაზრდა მოთამაშე ნახევარი სეზონი “კორინთიანსში” იჯარის წესით ასპარეზობდა.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პსჟ მოსკარდოს გუნდში დაიტოვებს, იჯარა აღარ განიხილება.

    ცნობისთვის, 18 წლის მოსკარდომ გასულ სეზონში ჩატარებულ 18 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები