• 11-06-2024
    მსოფლიოს ვიცე ჩემპიონიც "ტორპედოში"? - რას ურჩევს ქუთაისურ გუნდს სახო
    მსოფლიოს ვიცე ჩემპიონიც "ტორპედოში"? - რას ურჩევს ქუთაისურ გუნდს სახო

    როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის "ტორპედომ" საფრანგეთის ნაკრების ყოფილი წვერის, მამადუ სახოს ტრანსფერი ოფიციალურად დახურა,

    "90 წუთი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ 34 წლის ფრანგის დამატების შემდეგ ქუთაისელები კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის დამატებას ცდილობენ.

    როგორც ირკვევა, სულ მალე "ტორპედო" შეთავაზებას მსოფლიოს ვიცე ჩემპიონს ხორვატიის ნაკრებთან ერთად და დიდი საკლუბო კარიერის მქონე, ივან პერიშიჩს გაუკეთებს.

    ამჟამად ივანი ხორვატულ "ჰაიდუკ სპლიტში" "ტოტენჰემიდან" იჯარის წესით ირიცხება, ინგლისურ გუნთან კონტრაქტი კი ამა წლის 30 ივნისს ეწურება, მას შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება.

    წყაროს ცნობით, ქართული გუნდი ასევე ევრო 2024-ზე შოტლანდიის ნაკრებში მოთამაშე რაინ ჯეკს დააკვირდება, მას გლაზგოს "რეინჯერსთან" კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება, ქუთაისელები კი საქმის კურსში არიან.

    Facebook კომენტარები