• 11-06-2024
    მიქაუტაძე მშობლიურ კლუბში ბრუნდება?! - მნიშვნელოვანი ცნობები ქართველ შემტევზე
    მიქაუტაძე მშობლიურ კლუბში ბრუნდება?! - მნიშვნელოვანი ცნობები ქართველ შემტევზე

    ცნობილმა გამოცემა "The Sports Daily"-მ ახალი სატრანსფერო ინფორმაცია გაავრცელა.

    წყაროს ცნობით, "ლიონი" ალექსანდრ ლაკაზეტის შემცვლელს ეძებს, რომელიც ამ ზაფხულს საუდის არაბეთის ჩემპიონატს შეუერთდება.

    როგორც ირკვევა, ფრანგული კლუბი ორ ვარიანტს, მიქაუტაძესა და "ტულუზას" თავდამსხმელის ტაის დალინგას კანდიდატურას განიხილავს.

    აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდელმა შემტევმა გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის 33 მატჩში 14 გოლი გაიტანა.

    საგულისხმოა ისიც, რომ მას მსურველები პრემიერ ლიგიდან ჰყავდა, თუმცა ტრანსფერი დეტალების შეთანხმება ვერ მოხერხდა.

    ასე და ამგვარად, საინტერესო იქნება, თუ რა იქნება "ლიონის" საბოლოო არჩევანი და რომელ შემტევს დაიმატებს კლუბი.

    Facebook კომენტარები