• 11-06-2024
    მიქაუტაძე "მონაკოში" - ტრანსფერის დეტალები ცნობილი ხდება
    მიქაუტაძე "მონაკოში" - ტრანსფერის დეტალები ცნობილი ხდება

    გიორგი მიქუატაძისა და "მონაკოს" ტრანსფერის დეტალები შეთანხმებულია - იუწყება გამოცემა "L'ÉQUIPE".

    წყაროს ცნობით, მომდევნო სეზონში ქართველი შემტევი ამ კლუბის ღირსებას დაიცავს.

    როგორც ცნობილია, ფრანგული კლუბი "მეცს" 20 მილიონ ევროს გადაუხდის და ბონუსის სახით 2 მილიონ ევროს დაუმატებს.

    რაც შეეხება კონტრაქტის დეტალებს, იწერება, რომ ჟორჟი "მონაკოსთან" 4 წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

    ცნობისთვის, მიქაუტაძემ გასულ სეზონში ლიგა 1-ში, არასრულ სეზონში 13 გოლი შეაგდო.

    Facebook კომენტარები