• 11-06-2024
    კიდევ ერთი მაგარი ამბავი - რატომაა მნიშვნელოვანი ჟორჟის გადასვლა "მონაკოში" უფრო სასიხარულო
    კიდევ ერთი მაგარი ამბავი - რატომაა მნიშვნელოვანი ჟორჟის გადასვლა "მონაკოში" უფრო სასიხარულო

    უკვე დადასტურდა ინფორმაცია, რომ გიორგი მიქაუტაძე მომდევნო სეზონიდან "მონაკოს" შემადგენლობაში იასპარეზებს.

    აღნიშნული ცნობა ავტორიტეტულმა გამოცემა "L'ÉQUIPE"-მა გაავრცელა და ისიც დასძინა, რომ ქართველი შემტევი ახალ კლუბთან 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

    თუმცა, ეს ყველაფერი არაა. სასიხარული ამბავი ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონს ერთით მეტი ქართველი წარმომადგენელი ეყოლება.

    კერძოდ, 2023/24 წლების ლიგა 1-ის სეზონში "მონაკომ" 67 ქულა დააგროვა, ცხრილში მე-4 პოზიცია დაიკავა და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საგზურიც მოიპოვა.

    შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ ზაფხულს მონაკოელთა რიგებს კლუბის ლიდერი, ვისამ ბენ იედერი დატოვებს, ამიტომ სავარაუდოა, რომ ჟორჟი თავისი ახალი გუნდის ახალ ლიდერად იქცევა.

    Facebook კომენტარები