• 11-06-2024
    როგორ მოირწყვება სტადიონები გერმანიაში - უეფამ მოთხოვნები დააწესა
    როგორ მოირწყვება სტადიონები გერმანიაში - უეფამ მოთხოვნები დააწესა

    ევრო 2024-ის წინ უეფამ მკაცრი მოთხოვნები დააწესა მოედნის საფარის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება პრემიერ ლიგის 23/24 წლების სეზონის საკამათო ინციდენტის შემდეგ მიიღეს, სადაც "ბორნმუთის" მატჩმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

    მოხდა ის, რომ ხსენებულ მატჩში, გულშემატკივრებმა შენიშნეს, რომ მოედნის იმ ნახევარზე, საითაც "იუნაიტედი" უტევდა, საფარი გადაჭარბებული წყლით იყო გაჟღენთილი. საინტერესოა, რომ პრემიერ ლიგის რეგულაციები არ აკონკრეტებს მოედნის მორწყვის შეზღუდვებს მატჩის დაწყებამდე, უეფა კი იღებს ზომებს, რათა უზრუნველყოს სამართლიანი თამაში და ოპტიმალური სათამაშო პირობები ტურნირში მონაწილე ყველა გუნდისთვის.

    მასპინძელმა ასოციაციამ უნდა გამოაცხადოს მოედანზე მორწყვის განრიგი მატჩისწინა საორგანიზაციო შეხვედრაზე. მოედანი უნდა იყოს მორწყული თანაბრად და არა მხოლოდ გარკვეულ ადგილებში. როგორც წესი, მოედანზე მორწყვა უნდა დასრულდეს მატჩის დაწყებამდე 60 წუთით ადრე. საფარის დამატებითი მორწყვა შეიძლება განხორციელდეს, თუ ამას მასპინძელი ასოციაცია ჩათვლის საჭიროდ, კერძოდ:

     - მატჩის დაწყებამდე 15-დან 10 წუთამდე (ან ფინალური ტურნირის დაწყებამდე 20-დან 15 წუთით ადრე, ათვლის მიხედვით);  ან/და ტაიმის განმავლობაში (მაქსიმუმ ხუთი წუთის განმავლობაში, რომელიც საშუალებას აძლევს სათადარიგოს მოთამაშეებს გახურდნენ მოედანზე.)

    შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი 16 ივნისს დაიწყება. ჩემპიონატი გერმანიისა და შოტლანდიის ნაკრებების დაპირისპირებით გაიხსნება.

    Facebook კომენტარები