• 12-06-2024
    კარვახალი: "იმედია მბაპე ევროზე ცუდად იასპარეზებს"
    კარვახალი: "იმედია მბაპე ევროზე ცუდად იასპარეზებს"

    მადრიდის "რეალის" ვიცე-კაპიტანი, დანი კარვახალი იმედოვნებს, რომ აწ უკვე მისი თანაგუნდელი კილიან მბაპე, ევრო 2024-ზე თავის საუკეთესო ფორმას ვერ აჩვენებს. 

    "ვისურვებ, რომ მბაპემ მისი საუკეთესო ვერსია არა ევროპის ჩემპიონატზე, არამედ აგვისტოს შემდეგ გვაჩვენოს, როცა ტურნირი დასრულდება." განაცხადა კარვახალმა Marca-სთან საუბრისას. 

    "ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია. საუკეთესო მოთამაშეებმა საუკეთესო გუნდში უნდა ითამაშონ", დაამატა ესპანელმა. 

    რა საკვირველია, კარვახალი ასე იმიტომ საუბრობს, რომ იმედოვნებს, მბაპე ესპანეთის ევროს მოგების შანსებს არ გაანადგურებს. თუმცა, ამ ეტაპზე ესპანეთის ყველაზე დიდ მეტოქეს არა მბაპე, არამედ მოქმედი ჩემპიონი იტალია წარმოადგენს, ხორვატიისა და ალბანეთის ნაკრებებთან ერთად, რომლებთან ჯგუფში ბრძოლითაც, "ლა ფურია როხას" პლეიოფის საგზურის მოპოვება მოუწევს.

    Facebook კომენტარები