• 12-06-2024
    "ვალენსიამ" ახალი მეკარე ოფიციალურად იყიდა - რას მოიმოქმედებს მამარდაშვილი
    "ვალენსიამ" ახალი მეკარე ოფიციალურად იყიდა - რას მოიმოქმედებს მამარდაშვილი

    სტოლე დიმიტრიევსკის "ვალენსიაში" ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

    "ღამურებმა" ჩრდილო-მაკედონელი მეკარე "რაიო ვალეკანოდან" დაიმატა, სადაც მან 6 სეზონი გაატარა.

    ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ რა მოხდება გიორგი მამარდაშვილის გარშემო.

    ქართველ მეკარეს სხვადასხვა კლუბებიდან არაერთი შემთავაზება აქვს, თუმცა სერიოზული შეთავაზება ჯერ არ ყოფილა.

    ცალსახაა, რომ თუ მამარდა "ვალენსიაში" დარჩება, კვლავ სასტარტოს მეკარე იქნება და ახლადშეძენილ დიმიტრიევსკის სათადარიგო სკამზე მოუწევს ჯდომა.

    აქვე გეტყვით, რომ ჩრდილო-მაკედონელმა კარის დარაჯმა "ღამურებთან" ხელშეკრულება 2026 წლამდე გააფორმა.

    Facebook კომენტარები