• 13-06-2024
    "ნაპოლიმ" ოსიმენის შემცვლელს მიაგნო - რა ვარიანტს განიხილავს კლუბი
    "ნაპოლიმ" ოსიმენის შემცვლელს მიაგნო - რა ვარიანტს განიხილავს კლუბი

    როგორც მოგეხსენებათ, იმის შანსი, რომ ვიქტორ ოსიმენმა "ნაპოლის" რიგები მიმდინარე ზაფხულში დატოვოს, საკმაოდ დიდია.

    ბუნებრივია, "პარტენოპეი" ეცდება, რომ ნიგერიელი ფორვარდის შემცვლელი მალევე მოიყვანოს.

    გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეაპოლელებმა თვალი არწიომ დოუბვიკს დაადგეს.

    ირკვევა, რომ "ნაპოლიმ" "ჟირონას" უკრაინელი შემტევის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო შესთავაზა.

    ესპანურ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ახლა ყველაფერი კლუბისა და ფეხბურთელის შეთახმებაზეა დამოკიდებული.

    ცნობისთვის, დოუბვიკმა ლა ლიგის სადებიუტო სეზონში 24 გოლთან და 8 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები