• 12-06-2024
    მეისონ გრივნუდი კარიერას "იუვენტუსში" გააგრძელებს
    მეისონ გრივნუდი კარიერას "იუვენტუსში" გააგრძელებს

    იტალიელი რეპორტიორის ჯანლუკა დი მარსიოს თქმით, მეისონ გრინვუდი ტურინის "იუვენტუსში" თამაშს დათანხმდა. 

    გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის ტრანსფერი ტიაგო მოტამ პირადად მოითხოვა. ის გრინვუდს ერთ-ერთი ნიჭიერ მოთამაშედ მიიჩნევს, რომელიც "ბებერ ქალბატონში" მის სათამაშო სტილს ძალიან მოუხდება. 

    შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფეხბურთელი "წითელ ეშმაკებს" ლა ლიგის ბინადარ "ხეტაფეში" იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვებს. ამ უკანასკნელმა ესპანელთა რიგებში 36 მატჩი ჩაატარა, სადაც 10 გოლის გაიტანა მოახერხა. 

    სოციალურ მედიაში გავრცელებული ცნობებით, გრინვუდის ეს გადაწყვეტილება მეტწილად გამოწვეული იყო ბოლო დროს გავრცელებული ნარატივით, რომლის მიხედვითაც, ამ უკანასკნელის "წითელ ეშმაკებში" დაბრუნება თითქოსდა შეუძლებელი იყო.

    Facebook კომენტარები