• 12-06-2024
    "არსენალი" ოსიმენის აგენტს დაუკავშირდა
    "არსენალი" ოსიმენის აგენტს დაუკავშირდა

    გავრცელებული ინფორმაციით, "არსენალი" ვიქტორ ოსიმენის აგენტს, რობერტო კალენდას დაუკავშირდა. როგორც ჩანს, კლუბი ნიგერიელის დამატებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში განიხილავს. 

    "მეთოფეების" ინტერესი საკმაოდ სერიოზულია. გავრცელებული ინფორმაციით, ოსიმენი პრემიერ ლიგაში თამაშზე თანახმაა, ამიტომაც დიდა შანსი იმისა, რომ თუ ამ უკანასკნელმა "ნაპოლი" დატოვა, ის სწორედ "Emirates Stadium-ზე" ვიხილოთ. 

    როგრც ირკვევა, ინგლისელთა მთავარი დაბრკოლება თავდამსხმელის ფასია. მოგეხსენებათ "ნაპოლი" ოსიმენის სანაცვლოდ დაახლოებით 130 მილიონ ევროს ითხოვს,

    თუმცა იტალიურ მხარეს შეუძლია შეამციროს მისი ღირებულება, განსაკუთრებით იმის გამო, რომ მათ ზაფხულში ახალი ტრანსფერების განსახორციელებლად ფინანსების მოძიება სჭირდებათ. 

    მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრანსფერი ამ ეტაპზე მხოლოდ განხილვის საგანია და მხარეებს ჯერ რაიმე სვლა არ განუხორციელებიათ, ფაქტია, ოსიმენის კალიბრის თავდამსხმელი მიკელ არტეტას გუნდს ძალიან გააძლიერებს.

    Facebook კომენტარები