12-06-2024
"ჩელსიმ" გალაჰერის შენარჩუნება გადაწყვიტა
Author of the article
The Guardian-ის ცნობით, "ჩელსი" კონორ გალაჰერისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აქტიურად განიხილავს.
ცნობილია, რომ თავად გალაჰერს სურს კლუბში დარჩენა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები სავარაუდოდ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყება. "ასტონ ვილა" და "ტოტენჰემი" კვლავ საქმეში რჩებიან.
ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს "არისტოკრატებმა" გადაწყვიტეს, ეს უკანასკნელი "ვილას" ჯონ დიურანის ტრანსფერში ჩაერთოთ, თუმცა, როგორც ჩანს, "ლურჯებმა" არჩიეს, მოთამაშის დამატება გაცვლის გარეშე ეცადათ.
აქვე გეტყვით, რომ გალაჰერს "ჩელსისთან" არსებული კონტრაქტი 2025 წელს ეწურება, რაც მის ფასს, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შედარებით დაბალს ხდის.
ტეგები:
Facebook კომენტარები