• 12-06-2024
    "არსენალს" ლუნინი სურს - რა იქნება უკრაინელის შემდეგი ნაბიჯი
    "არსენალს" ლუნინი სურს - რა იქნება უკრაინელის შემდეგი ნაბიჯი

    გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" მეკარე ანდრეი ლუნინი, შესაძლოა პრემიერ ლიგაში, კერძოდ, "არსენალში" ვიხილოთ.  

    მოგეხსენებათ, ლუნინმა მადრიდელთა რიგებში წუთები ტიბო კურტუას ტრავმის გამო მიიღო და ყველასაგან გასაკვირად, ძალიან კარგი თაბეჭდილებაც დატოვა. თუმცა, რადგანაც ბელგიელი უკვე სრულ ფორმას დაუბრუნდა და "უემბლიზე" საუცხოო პერფორმანსიც დადო ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ივარაუდება, რომ უკრაინელის სათამშო დრო საგრძნობლად დაიკლებს. სწორედ ამიტომ, დიდია შანსი, ლუნინმა "ბერნაბეუ" დატოვოს.

    Cadena COPE-ის თანახმად, მართალია, 25 წლის კარის მცველს მადრიდელებმა ახალი კონტრაქტი უკვე შესთავაზეს, რომელიც 2029 წლამდე იქნება აქტიური, თუმცა მას ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. ამას ემატება მისი კარლო ანჩელოტისთან ურთიერთობაც, რომელიც არც თუ ისე შესაშურია. როგორც ამბობენ, მთავარ მწვრთნელსა და ლუნინს შორის საკმაოდ ცივი დამოკიდებულებაა.

    როგორც ირკვევა, ლუნინი აპირებს ესპანეთში ხელშეკრულების ბოლო წელი გაატაროს და თავისი მომავალი ევრო 2024-ის შემდეგ დაალაგოს. "არსენალი" ერთ-ერთია, ევროპის არაერთ კლუბს შორის, რომელიც მის მდგომარეობას აქტიურად აკვირდება.

    "მეთოფეებს" შეეძლებათ უსასყიდლოდაც დაიმატონ ის 2025 წელს, თუკი ლუნინი გადაწყვეტს, რომ "თეთრებთან" ახალ კონტრაქტს ხელი არ მოაწეროს. მანამდე კი, ლონდონელები დავიდ რაიას იჯარის ხელშეკრულების კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივებას გეგმავენ.

    Facebook კომენტარები