• 13-06-2024
    “თუ კონტე ამას იზამს, ხვიჩა ნაპოლიდან უნდა წავიდეს”. - ფრანჩესკო გრაციანი
    “თუ კონტე ამას იზამს, ხვიჩა ნაპოლიდან უნდა წავიდეს”. - ფრანჩესკო გრაციანი

    ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ფრანჩესკო გრაციანიმ Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში საინტერესო განცხადება გაავრცელა:

    “კონტე 3-5-2 ტაქტიჯას ეჯდობა. თუ იგივე მოხდა, ყველანაირ ლოგიკას გასცდება. რა მოხდება 3-4-2-1 ტაქტიკის შემთხვევაში? ის ხვიჩას გააფუჭებს. კვარაცხელია ნახევარმცველად ვერ ითამაშებს, რადგან გარემარბია და გუნდიდან წასვლა მოუწევს. ზოგჯერ ფეხბურთელს თავისუფლება უნდა მიანიჭო, რადგან ლაღად ითამაშოს მოედანზე.

    თუ კონტე 3-4-3-ს გამოიყენებს, დარწმუნებული ვარ, კვარაცხელია ჩინებულად იასპრეზებს. კონტე მას ძველებურად, ესთეტიურად თამაშის საშუალებას მისცემს.

    ანტონიომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ კიეზას "იუვენტუსიდან" გაიფორმებს, ის და ხვიჩა მოედნის ცენტრში არ შემოწიოს, რადგან თუ მათ მსგავს ფეხბურთელებს ცენტრში თამაშს დაავალებ, უბრალოდ გააფუჭებ.

    როდესაც ანტონიო საწვრთნელ ბაზაზე ვნახე, დავუყვირე, რომ ხვიჩასთვის ხელი არ ეხლო. ქართველი ძალიან ჭკვიანი ბიჭია, დარწმუნებული ვარ, კონტე მისგან ბევრ საინტერესო დეტალს აღმოაჩენს. ვიცი, რომ ნაპოლის ახალ მწვრთნელს დიდი მხარდაჭერა აქვს”. - განაცხადა გრაციანიმ.

    Facebook კომენტარები