• 13-06-2024
    ნური შაჰინი "ბორუსიას" მწვრთნელად ? - ყველაფერი მალე გადაწყდება
    ნური შაჰინი "ბორუსიას" მწვრთნელად ? - ყველაფერი მალე გადაწყდება

    ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, შესაძლოა დორტმუნდის "ბორუსიას" ახალი მთავარი მწვრთნელი ნური შაჰინი გახდეს, რომელიც აქამდე ედინ ტერზიჩის სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო.

    მოგეხსენებათ, დღეს დილით კლუბი და ტერზიჩი ერთმანეთს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაშორდნენ. "ყვითლები" არაერთ ვარიანტს განიხილავენ, თუმცა, როგორც ჩანს, შაჰინი ამ ეტაპზე მთავარი ფავორიტია. თურქი სპეციალისტისგან მათ თანხმობა უკვე აქვს.

    გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. როგორც ჩანს, მომავალ სეზონში მიუნხენის "ბაიერნსა" და ლევერკუზენის "ბაიერთან" კონკურენციაში შესვლას "ბორუსია" დიდი ცვლილებებით გეგმავს.

    Facebook კომენტარები