• 13-06-2024
    ნაჩოს დამატებით საუდის არაბეთის კლუბი დაინტერესდა
    ნაჩოს დამატებით საუდის არაბეთის კლუბი დაინტერესდა

    მრავალი საფეხბურთო გამოცემის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" გამოცდილი მცველი და კაპიტანი ნაჩო ფერნანდესი, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს საუდის არაბეთის კლუბ "ალ იტიჰადთან".

    როგორც ირკვევა, მხარეთა შორს მოლაპარაკებები ჯერ საწყის ეტაპზეა, მაგრამ, როგორც ჩანს, ესპანელი შემოთავაზებას სერიოზულად განიხილავს.

    თუ ეს მოხდება, ვეტერანი მოახერხებს თავის ძველ თანაგუნდელ ქარიმ ბენზემასთან კიდევ ერთხელ, ამჯერად საუდის არაბეთში ითამაშოს. შეგახსენებთ, რომ "ალ იტიჰადში" ასევე ირიცხებიან ფაბინიო და ნ'გოლო კანტე.

    გარდა ამისა, თუ ნაჩო "თეთრებს" ახლა დატოვებს, კლუბი ეცდება მაქსიმალურად დააჩქაროს მოლაპარაკებები სუპერნიჭიერი ცენტრალური მცველის, ლენი იოროს
    "ლილიდან" დამატების თაობაზე.

    Facebook კომენტარები