• 14-06-2024
    ზირკზეს "მილანში" ტრანსფერი ჩაშლის პირასაა - საქმეში პრემიერ ლიგის კლუბები დაბრუნდნენ
    ზირკზეს "მილანში" ტრანსფერი ჩაშლის პირასაა - საქმეში პრემიერ ლიგის კლუბები დაბრუნდნენ

    გავრცელებული ინფორმაციით, "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯოშუა ზირკზეს დამატებისთვის ბრძოლაში ხელახლა ჩაერთვნენ. როგორც ჩანს, ფორვარდის აგენტის მოთხოვნების გამო შესაძლოა მისი "მილანში" ტრანსფერი ჩაიშალოს. 

    La Gazzetta dello Sport-ის თანახმად, ჰოლანდიელი თავდამსხმელის "მილანში" მოსალოდნელი გადასვლა საფრთხის ქვეშ დადგა. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ კია ჯორაბჩიანი (აგენტი) ზირკზეს იტალიურ გრანდში გადაბარგებისთვის გასამრჯელოს სახით 15 მილიონ ევროს ითხოვს.

    "მილანში" მიიჩნევენ, რომ ეს თანხა ძალიან გადაჭარბებულია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს ფეხბურთელში გადასახდელი სატრანსფერო ღირებულების (40 მილიონი ევროს) მესამედზე მეტს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ "როსონერის" ფინანსური შეზღუდვები არ აქვს, კლუბის ხელმძღვანელობა მოთხოვნას პრინციპულად არაგონივრულად მიიჩნევს და სწორედ ამიტომ, ამხელა თანხის გადახდას არ აპირებს.

    "მილანსა" და ჯორაბჩიანს შორის ურთიერთობა არ შემწყდარა, თუმცა ამ ეტაპზე მოლაპარაკებები შეჩერებულია. კლუბი ელის, რომ აგენტი თავის მოთხოვნებს შეამცირებს. როგორც ჩანს, სერია A-ს გიგანტები მტკიცე პოზიციას ინარჩუნებენ.

    არსებული სიტუაცია სხვა ტოპ კლუბებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას და მზად არიან ეს მომენტი თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ.  პრემიერ ლიგის ორივე გუნდს წარსულში არაერთხელ უკავშირებდნენ ზირკზეს. ისინი ამ უკანასკნელში პერსპექტიულ ახალგაზრდა თავდამსხმელს ხედავენ, რომლითაც შემადგენლიბას ერთი ორად გააძლიერებენ.

    Facebook კომენტარები