• 14-06-2024
    ვარსკვალვთცვენა საქართველოში! - არველაძე მორგ ლეგენდების მატჩებს აანონსებს
    ვარსკვალვთცვენა საქართველოში! - არველაძე მორგ ლეგენდების მატჩებს აანონსებს

    2024 წლის მარტში საქართველოში, კერძოდ ბათუმში, ჩატარდა ლეგენდების მატჩი, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ნაკრებისა და მილანის "ინტერის" ვეტერანები დაუპირისპირდნენ.

    ამ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთი არველაძე იყო, რომელმაც გადაცემა "ორშაბათობაში" სტუმრობისა ახალი მატჩები დააანონსა:

    "საქართველოში კიდევ ბევრი ასეთი მატჩი ჩატარება იგეგმება, ახლა "ბარსელონასთან" თითქმის უკვე შევათანხმეთ თამაში, მხოლოდ თარიღი დარჩა მოსაგვარებელი, რონალდინიობით და ყველაფრით"

    "ასევე გეგმაში არის "ლივერპული", "იუვენტუსი", "აიაქსი", "ბოკა ჟუნიორსი". მაგარი გამოხმაურება მოჰყვა ამ თამაშს, ყველას ძალიან მოეწონა ბათუმი და მთლიანად ყველაფერი", - განაცხადა შოთიმ.

    Facebook კომენტარები