• 09-07-2023
    ონანა და "იუნაიტედი" კონტრაქტზე შეთანხმდნენ - რამდენი იქნება კამერუნელის ანაზღაურება
    ონანა და "იუნაიტედი" კონტრაქტზე შეთანხმდნენ - რამდენი იქნება კამერუნელის ანაზღაურება
    Author of the article
    Aa

    იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" და ანდრე ონანამ პირადი კონტრაქტი შეათანხმეს.

    უამრავი სანდო გამოცემის თქმით, წარმატებული მოლაპარაკებების შემდეგ, კამერუნელი მეკარე ოლდ ტრაფორდზე გადასვლას უახლოვდება.

    "ინტერი" ონანას სანაცვლოდ დაახლოებით 50 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა, სატრანსფერო თანხა ჯერ დაზუსტებული არ არის.

    "იუნაიტედმა" პირობები უკვე შეათანხმა ონანასთან,, რომელიც კლუბთან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

    27 წლის მეკარის ყოველწლიური ანაზღაურება დაახლოებით 6 მილიონი გირვანქა იქნება, რაც კვირაში 110-120 ათასს უტოლდება.

    Facebook კომენტარები