• 16-07-2023
    ანხელო გაბრიელი ლონდონის “ჩელსიში” ითამაშებს
    ანხელო გაბრიელი ლონდონის “ჩელსიში” ითამაშებს

    18 წლის ბრაზილიელი ტალანტი, ანხელო გაბრიელი კარიერას ლონდონის “ჩელსიში” გააგრძელებს.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანხელო გაბრიელი “ჩელსისთან” ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში პრე-სეზონზე გაემგზავრება.

    ლონდონურმა გუნდმა “სანტოსს” 18 წლის ტალანტში 15 მილიონი ევრო გადაუხადა.

    ცნობისთვის, ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა.


    Facebook კომენტარები