• 08-06-2023
    "მესი სიცილით მოკვდა" - რა მისწერა აგუერომ ლეოს
    "მესი სიცილით მოკვდა" - რა მისწერა აგუერომ ლეოს

    "ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ თავისი უახლოესი მეგობრის, ლიონელ მესის "ინტერ მაიამიში" გადასვლის შესახებ ისაუბრა.

    ვეტერანმა არგენტინელმა საინტერესო ამბავი გაგვიმხილა.

    "მესის გუშინ ვესაუბრე. მას MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილი გავუგზავნე და ვუთხარი: "შენი გუნდი ბოლო ადგილზეა! მე-8 ან მე-9 პოზიციაზე უნდა აიწიოთ..."

    ლეო სიცილით მოკვდა და მითხრა: "პლეი ოფში აუცილებლად უნდა გავიდეთ", - თქვა აგუერომ.

    MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში მესის "ინტერ მაიამი" ბოლო, მე-15 ადგილს იკავებს. ფლორიდელებს 15 ქულა აქვთ და პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლის უფლების მომნიჭებელ მე-9 ადგილამდე 6 ქულა აშორებთ.

    აღვნიშნოთ ისიც, რომ მეცხრეადგილოსან "ორლანდოს" "ინტერ მაიამიზე" 1-ით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

    Facebook კომენტარები