• 24-07-2023
    სპალეტი "იუვენტუსში"?! - რა გეგმა აქვს კრისტიანო ჯუნტოლის
    სპალეტი "იუვენტუსში"?! - რა გეგმა აქვს კრისტიანო ჯუნტოლის
    Author of the article
    Aa

    გამოცემა "Footmercato"-ს ინფორმაციით, "ნაპოლის" ყოფილ და ტურინის "იუვენტუსის" ამჟამინდელ სპორტულ დირექტორს კრისტიანო ჯუნტოლის "ბიანკონერიში" ლუჩანო სპალეტის მოყვანა სურს.

    გასულ დღეებში, "პარტენოპეის" ყოფილმა თავკაცმა შემოთავაზება საუდის არაბეთიდან მიიღო, რაზეც მან უარი განაცხადა.

    როგორც ირკვევა, 64 წლის სპეციალისტი მცირე შვებულების შემდეგ მზადაა, შემოთავაზება "ბებერი ქალბატონის" შემადგენლობიდან მიიღოს.

    შეგახსენებთ, რომ ლუჩანომ გასულ სეზონში ნეაპოლელთა დიდი ხნის აუსრულებელი ოცნება რეალობად აქცია და "ნაპოლისთან" ერთად სკუდეტო მოიგო.

    Facebook კომენტარები