• 24-07-2023
    ტრანსფერი თითქმის შედგა! - ლოჩოშვილი ლა ლიგას უახლოვდება
    ტრანსფერი თითქმის შედგა! - ლოჩოშვილი ლა ლიგას უახლოვდება

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “კრემონეზეს” ახალგაზრდა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა მშვენიერი სეზონი ჩაატარა.

    იქიდან გამომდინარე, რომ “კრემონეზე” სერია B-ში დაქვეითდა ახალგაზრდა ქართველ მოთამაშეზე ინტერესი გაცილებით გაიზარდა. 

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Gola TV-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “რაიო ვალეკანომ” “კრემონეზეს” ლოჩოშვილის სანაცვლოდ 2.7 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთა.

    უდიდესი ალბათობით ტრანსფერი შედგება. 25 წლის ქართველი ფეხბურთელი ლა ლიგის გუნდთან 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

    ცნობისთვის, “რაიო ვალეკანო” გასულ სეზონში ლა ლიგაში მე-11 ადგილზე გავიდა.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ ლუკა ლოჩოშვილმა გასულ სეზონში ჩატარებულ 27 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები