• 24-07-2023
    მალკომი "ალ ჰილალში" მიდის
    მალკომი "ალ ჰილალში" მიდის
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, მალკომი კარიერას საუდის არაბულ "ალ ჰილალში" გააგრძელებს.

    სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი" ბრაზილიელ თავდამსხმელს "ალ ჰილალში" 60 მილიონ ევროს მიიღებს. აქედან 30 მილიონი ევრო ფიქსირებული იქნება, 30 მილიონი ევრო კი - ბონუსები.

    საინტერესოა, რომ ხსენებული თანხიდან წილს "ბლაუგრანაც" მიიღებს.

    "ბარსას" წილი 1.5 მილიონი ევრო იქნება. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ესპანურ და რუსულ კლუბებს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, "ბლაუგრანა' იმ თანხის 7.5%-ს მიიღებდა, რომელსაც "ზენიტი" მალკომის გაყიდვით მოიგებდა. 40 მილიონ ევროდ ნაყიდ მალკომს სანკტ-პეტერბურგელები 60 მილიონ ევროდ ყიდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგება 20 მილიონი ევროა, 20 მილიონის 7.5% კი - 1.5 მილიონი.

    შეგახსენებთ, რომ მალკომი "ბლაუგრანამ" 2018 წელს, "ბორდოდან" შეიძინა. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით ჩატარებულ 24 მატჩში მან 4 გოლი და 2 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები