09-05-2022

ზიდანი: "იუვეში თამაშის დროს დავიდსმა, ვარჯიშის დროს, უბანში თამაში შემომთავაზა"

ავტორი
"იუვენტუსის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ზინედინ ზიდანმა, ძველი ამბავი გაიხსენა.
"იუვენტუსში" თამაშისას ერთ-ერთი ვარჯიშის დროს, დავიდსმა ტურინის გარეუბნებში ბავშვებთან თამაში შემომთავაზა. ვუპასუხე, რომ ყოველდღე ვვარჯიშობთ და თან კლუბის ხელმძღვანელობას არ მოეწონება ქუჩაში ბავშვებთან ერთად ჩვენი თამაში.
გამინაწყენდა: "შეცვლილხარ. აბა, გაიხსენე ბავშვობაში შენს მეგობრებთან თამაშისას რაზე ოცნებობდი".
აზრი შემაცვლევინა და ჩვენ გარეუბანში ბავშვებს ვეთამაშებოდით. ვხალისობდით და ამასთან ერთად ეს სიგიჟე იყო - ყოველდღიური ვარჯიშის შემდეგ ასეთი თამაშები, თუმცა ედგარი ამას დიდი ენთუზიაზმით და საკმაოდ ხშირად აკეთებდა.
პატარები ძალიან ბედნიერები იყვნენ ჩვენთან ბურთის გორებით. ედგარი შესანიშნავი პიროვნებაა,"-თქვა ზიზუმ.
ტეგები:
Facebook კომენტარები