• 26-07-2023
    ალაბა - მილიტაოს წყვილი ანჩელოტის პირველი არჩევანია - როგორ დაკომპლექტდება "რეალის" დაცვა
    ალაბა - მილიტაოს წყვილი ანჩელოტის პირველი არჩევანია - როგორ დაკომპლექტდება "რეალის" დაცვა

    გასულ სეზონში დავიდ ალაბა ხშირად ტრავმიანობდა, რის გამოც დუეტი, რომელმაც 2 წლის წინ თავი ყველა ჩვენგანს დაამახსოვრა, საუბარია ალაბა-მილიტაოს წყვილზე, არც თუ ისე ხშირად ვიხილეთ.

    Diario AS-ის ინფორმაციით, მომდევნო სეზონში ეს სცენარი შეიცვლება და კარლო ანჩელოტის პირველი არჩევანი დაცვის ცენტრში კვლავ ავსტრიელისა და ბრაზილიელის ტანდემი იქნება.

    თუმცა ეს შეიძლება სეზონის მსვლელობის დროს შეიცვალოს, ვინაიდან არის შანსი, ალაბას მარცხენა ფლანგზე თამაში მოუწიოს.

    ამასთან ერთად, რუდიგერს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და უნდა ვივარაუდოთ, რომ მომდევნო სეზონში დაცვაში ბევრ როტაციას ვიხილავთ.

    Facebook კომენტარები