• 26-07-2023
    რეკორდის მოლოდინში - რას ამბობენ "ბარსას" ახალ ფორმაზე
    რეკორდის მოლოდინში - რას ამბობენ "ბარსას" ახალ ფორმაზე
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" დღეს გუნდის გასვლითი ფორმა წარადგინა 2023/2024 წლების სეზონისთვის. მაისური თეთრია, ლურჯ-წითელი დეტალებით, ხოლო შორტი - ლურჯი.

    Catalunya Radio-ს ინფორმაციით, ეს ფორმა შეიძლება "ბლაუგრანას" ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი ფორმა გახდეს.

    საინტერესოა, რომ გულშემატკივართა შორის აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნება.

    მაგალითად, SPORT-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ხმის მიმცემთა 55%-მა ფორმა დადებითად შეაფასა, 45%-მა კი - უარყოფითად.

    ესპანური გამოცემა წერს, რომ კლუბის ოფიციალურ მაღაზიებში ზოგიერთმა ქომაგმა მაისურის შეძენაზე უარი თქვა. "მაისური კარგია, მაგრამ მას არ შევიძენ. ჩავიცვა თეთრი? არასოდეს!" - უთქვამთ მათ.

    სხვათა შორის, ყველაზე დიდი პოპულარობით პედრის 8-ნომრიანი მაისური სარგებლობს.

    აქვე გეტყვით, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ამ ფორმას პირველად ხვალ, ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ მოირგებენ.

    Facebook კომენტარები