• 28-07-2023
    ვის ტრანსფერზე გადაერთვება "იუნაიტედი", თუ ჰოილუნდის დამატება შეუძლებელი გახდება
    ვის ტრანსფერზე გადაერთვება "იუნაიტედი", თუ ჰოილუნდის დამატება შეუძლებელი გახდება
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ იუნაიტედი" რასმუს ჰოილუნდის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და პირველი შეთავაზებაც გააკეთა.

    ოლდ ტრაფორდის ბინადრება "ატალანტას" 20 წლის დანიელი ფორვარდის სანაცვლოდ 50+10 მილიონი ევრო შესთავაზეს.

    როგორც ცნობილია, იტალიურ კლუბს ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 70 მილიონი და ბონუსები სურს.

    გავრცელებული ინფორმაციით, "იუნაიტედი" არ აპირებს ამხელა თანხის გადახდას და მზად არის, მოლაპარაკებებიც დატოვოს.

    ასეთ შემთხვევაში, გუნდი რანდალ კოლო მუანის ტრანსფერზე გადაერთვება, რომელსაც "აინტრახტი" ასევე ძვირად აფასებს.

    Facebook კომენტარები