• 30-07-2023
    ჰოილუნდმა 1 თვის ახალი აგენტი აიყვანა და "იუნაიტედში" ტრანსფერი მოსთხოვა - რომანო
    ჰოილუნდმა 1 თვის ახალი აგენტი აიყვანა და "იუნაიტედში" ტრანსფერი მოსთხოვა - რომანო
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ატალანტა" რასმუს ჰოილუნდის ტრანსფერზე შეთანხმდნენ, დანიელი ოლდ ტრაფორდისკენ მიიწევს.

    ბერგამოელები გარანტირებულ 75 მილიონ ევროსთან ერთად, პოტენციურად დამატებით 10 მილიონსაც მიიღებენ ბონუსების სახით.

    ჰოილუნდის დამატების მცდელობა "პარი სენ-ჟერმენსაც" ჰქონდა, თუმცა რასმუსს მხოლოდ "იუნაიტედში" სურდა კარიერის გაგრძელება.

    ფაბრისიო რომანოს თქმით, 1 თვის წინ, ჰოილუნდმა ახალი აგენტი დაიქირავა 3-თვიანი პერიოდით და მას ერთი მოთხოვნა წაუყენა.

    "წამიყვანე მანჩესტერ იუნაიტედში ან სხვა აგენტს დავიქირავებ", - ფაბრისიოს თქმით, ეს იყო ახალგაზრდა შემტევის მთავარი მოთხოვნა.

    აღსანიშნავია, რომ ჰოილუნდს იგივე აგენტი ემსახურება, ვის კლიენტებს შორის ერიკ ტენ ჰაგიც არის.

    Facebook კომენტარები