• 30-07-2023
    "იუნაიტედის" მთავარი სამიზნე ჰარი კეინი იყო - რატომ თქვა კლუბმა უარი ინგლისელ ფორვარდზე
    "იუნაიტედის" მთავარი სამიზნე ჰარი კეინი იყო - რატომ თქვა კლუბმა უარი ინგლისელ ფორვარდზე
    Author of the article
    Aa

    გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Times Sport-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი სამიზნე ჰარი კეინი იყო.

    ერიკ ტენ ჰაგი "ტოტენჰემის" მთავარი ლიდერის გადაბირებას ცდილობდა, მაგრამ მოთხოვნების მოსმენის შემდეგ, მოლაპარაკებები შეწყდა.

    პრობლემა მხოლოდ "დეზების" სატრანსფერო ფასი არ იყო, რომლებიც თავიანთ ვარსკვლავს 100 მილიონ გირვანქა სტერლინგად აფასებენ.

    არანაკლები პრობლემა იყო კეინის მოთხოვნა, რომელსაც 5-წლიანი ხელშეკრულება და კვირაში 575,000 გირვანქა სურდა.

    "იუნაიტედმა" ასეთ პირობებზე უარი თქვა და რასმუს ჰოილუნდის ვარიანტზე გადაინაცვლა, რომლის ტრანსფერიც უკვე შეთანხმებულია.

    Facebook კომენტარები