• 15-05-2022
    ევრა: "13 წლის ასაკში ნარკოტიკებს ვყიდდი"
    ევრა: "13 წლის ასაკში ნარკოტიკებს ვყიდდი"
    ავტორი
    Aa

    "იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელი, პატრის ევრა, "ბებერი ქალბატონის" გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე იყო.


    BBC-სთან საუბრისას ევრამ მძიმე პერიოდი გაიხსენა, როცა მას მათხოვრობა და ნარკოტიკების გაყიდვა უწევდა გადასარჩენად.


    "3 რამ გავაკეთე, სანამ ფეხბურთის თამაშს დავიწყებდი. ვყიდდი ნარკოტიკებს, ვმათხოვრობდი და ვმუშაობდი ტელევიზორების მაღაზიაში.


    რეალურად, აქედან მხოლოდ 2 არის სიმართლე - მე არასდროს გამიყიდია ტელევიზორი. ეს ყველაფერი კი 13 წლის ასაკში გამოვიარე.


    ზოგჯერ, სანაგვეში მაკდონალდსის ბურგერს აგდებდნენ, მე კი ვიღებდი და ვჭამდი. მე ფეხბურთმა გადამარჩინა", - იხსენებს პატრისი.

    Facebook კომენტარები