• 31-07-2023
    "ნაპოლიმ" კიმ მინ-ჯეს შემცვლელს მიაგნო - საინტერესო ვარიანტი
    "ნაპოლიმ" კიმ მინ-ჯეს შემცვლელს მიაგნო - საინტერესო ვარიანტი

    მას შემდეგ, რაც კიმ მინ-ჯემ "ნაპოლის" რიგები დატოვა, "პარტენოპეის" არაერთი მცველი დაუვაშირეს.

    ამჯერად ახალ ცნობებს გამოცემა "Football Italia" ავრცელებს.

    წყაროს ინფორმაციით, ნეაპოლელები სამხრეთ კორეელის შემცვლელად "შტუტგარტის" 25 წლის ბერძენ მცველს, კონსტანტინოს მავროპანოსს განიხილავენ.

    როგორც ირკვევა, გერმანული კლუბი ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს 20 მილიონ ევროდ აფასებს.

    აქვე გეტყვით, რომ ბერძენ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2025 წელს ეწურება.

    Facebook კომენტარები