• 31-07-2023
    სანტ მაქსიმინი ალ აჰლის ფეხბურთელია - კიდევ ერთი ტრანსფერი ტოპ 5 ლიგიდან
    სანტ მაქსიმინი ალ აჰლის ფეხბურთელია - კიდევ ერთი ტრანსფერი ტოპ 5 ლიგიდან

    მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა ევროპა და სათამაშოდ საუდის არაბეთში გადავიდა.

    ამ სიას ინგლისური "ნიუკასლის" ფრანგი შემტევის, ალექს სანტ მაქსიმინის სახელიც შეურთდა, ის "ალ აჰლიში" გააგრძელებს კარიერას. მოგეხსენებათ, ამ კლუბმა რიად მაჰრეზი და რობერტო ფირომინო უკვე გაიფორმა.

    სანტ მაქსიმინი "კაჭკაჭების" ღირსებას 2019 წლიდან იცავდა, ამ პეირიოდში მან 124 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 13 გოლითა და 21 ასისტით გამოიჩინა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ის "ნიუკასლს" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

    Facebook კომენტარები