17-05-2022

"იუნაიტედი" დე ლიხტის გადაბირებას ეცდება - რამდენია მატაისის გამოსასყიდი თანხა

ავტორი
"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შემადგენლობის გაძლიერებას შეეცდება, ერთ-ერთი პრიორიტეტი კი დაცვის ცენტრალური ზონაა.
ერიკ ტენ ჰაგს თავისი ფავორიტები, რა თქმა უნდა, ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი მისი ყოფილი შეგირდი მატაის დე ლიხტია.
ნიდერლანდელი მცველი "აიაქსის" ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც კარიერა "იუვენტუსში" გააგრძელა, ახლა კი გუნდის დატოვებაზე ფიქრობს.
De Telegraaf-ის ცნობით, "ბიანკონერის" მცველს კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტი აქვს, რის გამოც "იუნაიტედი" მის გადაბირებას შეეცდება.
თანხის ზუსტი ოდენობა ცნობილი არ არის, მაგრამ როგორც იტალიურ მედიაში ვარაუდობენ, ღირებულება 110-120 მილიონ ფუნტს შორის მერყეობს.
დაცვის გასაძლიერებად "მანჩესტერის" მთავარი სამიზნედ მაინც პაუ ტორესი რჩება, რომლის ტრანსფერის ბევრად იაფი დაჯდება.
ტეგები:
Facebook კომენტარები