• 03-08-2023
    "მისი გზა შთამაგონებელია დიდ წარმატებას მიაღწია და მეც მინდა ეს გზა გავიარო" - გაგნიძე კვარაცხელიაზე საუბრობს
    "მისი გზა შთამაგონებელია დიდ წარმატებას მიაღწია და მეც მინდა ეს გზა გავიარო" - გაგნიძე კვარაცხელიაზე საუბრობს

    საქართველოს ნაკრების და მოსკოვის "დინამოს" ნახევარმცველმა, ლუკა გაგნიძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

    "ხვიჩას უკვე დიდი ხანია, რაც ვიცნობ. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ კვარა საერთოდ არ შეცვლილა. დიახ, ის ახლა ბევრად წარმატებული ფეხბურთელია, მისი სატრანსფერო ღირებულებაც გაცილებით მაღალია, იტალიის ჩემპიონობაც მოიგო, თუმცა ის ისეთივე კარგ ადამიანად დარჩა"

    "რა თქმა უნდა, მისი გზა შთამაგონებელია. დიდ წარმატებას მიაღწია და მეც მინდა, ეს გზა გავიარო. მსურს ისეთი ფეხბურთელი ვიყო, რომელიც მთელ ქვეყანას უყვარს და პატივს სცემს" - განაცხადა ლუკამ.

    აქვე გაცნობებთ, რომ "Transfermarkt"-ის მონაცემებით გაგნიძის სატრანსფერო ღირებულება 2 მილიონ ევროს უდრის.

    Facebook კომენტარები