• 03-08-2023
    შეხვედრა შედგა - რაზე გაესაუბრა დე ლაურენტისი კვარაცხელიას
    შეხვედრა შედგა - რაზე გაესაუბრა დე ლაურენტისი კვარაცხელიას
    Author of the article
    Aa

    გამოცემა "Calcionapoli"-მ "ნაპოლის" შესახებ ახალი, მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელა.

    წყაროს ცნობით, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას დიმაროში შეხვდა.

    როგორც ირკვევა, შეხვედრის განსახილველი საგანი ახალი კონტრაქტის საკითხები იყო.

    წყაროს ცნობით, ქართველმა ფეხბურთელმა და პრეზიდენტმა ახალი ხელშეკრულების დეტალები განიხილეს, რომელსაც ხვიჩა, სავარაუდოდ, 1 წლით გაახანგრძლივებს.

    ცნობისთვის, კვარას "პარტენოპეისთან" ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წელს უმთავრდება.

    Facebook კომენტარები