• 07-09-2023
    რომელ პოზიციაზე გეგმავს ჩავი ფელიქსის გამოყენებას - ახალი ცნობები
    რომელ პოზიციაზე გეგმავს ჩავი ფელიქსის გამოყენებას - ახალი ცნობები
    ავტორი
    Aa

    ცნობილმა ესპანურმა გამოცემა "MundoDeportivo"-მ კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელზე ჟოაუ ფელიქსზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

    წყაროს ცნობით, ჩავი ერნანდესი პორტუგალიელი მოთამაშის გამოყენებას სხვა პოზიციაზე გეგმავს.

    კერძოდ, როგორც გამოცემა წერს, ესპანელი სპეიციალისტი ჟოაუს, უდიდესი ალბათობით, მარცხენა ვინგერად გამოიყენებს.

    მას შემდეგ, რაც ანსუ ფატიმ კატალონიელთა რიგები დატოვა, ამ პოზიციაზე "ბარსას" სასტარტოს ფეხბურთელი არ დარჩა.

    ასე და ამგვარად, დიდი შანსია იმისა, რომ ფელიქსი მომდევნო შეხვედრებში გარემარბად ვიხილოთ.

    Facebook კომენტარები