• 07-09-2023
    "გუნდში  თაობათა ცვლა მიმდინარეობს" - რამაზ სვანაძე 21-წლამდელთან ნაკრებზე
    "გუნდში თაობათა ცვლა მიმდინარეობს" - რამაზ სვანაძე 21-წლამდელთან ნაკრებზე

    საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, რომელმაც გასულ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს მიაღწია და ყველა გააოცა, ახალი 2025-წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო.

    რამაზ სვანაძის გუნდმა, ქუთაისში, შენგელიას სახელობის სტადიონზე გიბრალტარს 2:0 სძლია.

    გამარჯვებასთან დაკავშირებით გუნდის თავკაცმა ისაუბრა:

    "ჩვენი პირველი თამაში იყო, ბევრი ახალი ფეხბურთელი გამოვცადეთ. თაობათა ცვლა მიმდინარეობს, მნიშვნელოვანი იყო სამი ქულის მოპოვება, მოლდოვაშიც იმავე შედეგს ველი. ჩვენ ახალი შეკრებილი ვართ, ამ გუნდს აქვს პოტენციალი და მოვუმატებთ აუცილებლად", - განაცხადა რამაზმა.

    Facebook კომენტარები