06-07-2022

კრისტოფ გალტიე "პსჟ"-ში მისვლაზე: "რევოლუციას არ ვგეგმავ"

ავტორი
მაურისიო პოჩეტინომ "პსჟ"-ში მხოლოდ 18 თვე დაჰყო, ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი კრახის შემდეგ, ხელმძღვანელობამ არგენტინელი სპეციალისტიც დაითხოვა. მის შემცვლელად გუნდმა კრისტოფერ გალტიე მოიყვანა.
"სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ გავხდი "პსჟ"-ს მწვრთნელი. მადლობა კლუბის პრეზიდენტს და მთელ კლუბს ჩემდამი ნდობისთვის. ვიცი, რა მოვალეობები მაქვს ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში.
ერთი სული მაქვს, ამ უნიჭიერეს ფეხბურთელებთან დავიწყო მუშაობა. ამასთან ერთად უძლიერეს სტაფთან, რომელიც მუდმივად გვერდში მეყოლება.
მინდა, გუნდის აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელს ველაპარაკო, ჩვენ საერთო პროექტი და მიზანი გვჭირდება. არ ვაპირებ რევოლუციის მოხდენას", - განაცხადა მან.
ტეგები:
Facebook კომენტარები