• 17-09-2023
    "4 დღის წინ ლაშა ტალახაძეს კენჭმა გაუარა, რის გამოც კლინიკაში იწვა და...", - რას ამბობს ექიმი გიორგი ჭინჭარაული
    "4 დღის წინ ლაშა ტალახაძეს კენჭმა გაუარა, რის გამოც კლინიკაში იწვა და...", - რას ამბობს ექიმი გიორგი ჭინჭარაული

    ძალოსანთა გუნდის ექიმი გიორგი ჭინჭარაული ლაშა ტალახაძის ჩემპიონობის შემდეგ წერს:

    ,,უამრავი ადამიანი მიგზავნის შეტყობინებას ლაშას მაჯის ტრავმასთან დაკავშირებით...

    გპასუხობთ: პირველადი შემოწმებით ადგილი აქვს მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის დაჭიმვას და მსუბუქ დაჟეჟილობას... დეტალურად გვეცოდინება როგორც კი გავივლით სპეციალურ სამედიცინო შემოწმებას თბილისში.

     აქვე აღვნიშნავ, რომ ლაშა იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე ჯანმრთელად... სამწუხაროდ, 4 დღის წინ, საუდის არაბეთში, დაემართა ე.წ კენჭის გავლა თირკმელიდან, რის გამოც მოგვიწია 1 დღის კლინიკაში გატარება, უამრავი ანალიზის და სხვადასხვა მედიკამენტის მიღება, მათ შორის გამაყუჩებლების...

    ამ ფაქტმა როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად იმოქმედა სპორტსმენის შესაძლებლობებზე...

     მადლობა ღმერთს, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდა! ვულოცავ ლაშას და მთელ საქართველოს!

    წინ, პარიზის ოლიმპიური თამაშებისკენ!''

    ტეგები:
    Facebook კომენტარები