• 14-06-2023
    ოფიციალურად: ჯუდ ბელინგემი კარიერას მადრიდის “რეალში” გააგრძელებს
    ოფიციალურად: ჯუდ ბელინგემი კარიერას მადრიდის “რეალში” გააგრძელებს

    19 წლის ინგლისელი ფეხბურთელი, ჯუდ ბელინგემი კარიერას მადრიდის “რეალში” გააგრძელებს. ინფორმაციას ესპანური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    “სამეფო კლუბმა” ახალგაზრდა მოთამაშე “დორტმუნდიდან” 103 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

    ბელინგემის ხელფასი ახალ გუნდში დაახლოებით 10-12 მილიონი ევრო იქნება.

    ბრიტანელი ფეხბურთელის წარდგენა ბერნაბეუზე 15 ივნისს გაიმართება.

    ცნობისთვის, ჯუდ ბელინგემმა გასულ სეზონში ჩატარებულ 42 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.


    Facebook კომენტარები