• 10-10-2023
    სუპერკომპიუტერის მოულოდნელი პროგნოზი - საქართველო კვიპროსთან ვერ მოიგებს?!
    სუპერკომპიუტერის მოულოდნელი პროგნოზი - საქართველო კვიპროსთან ვერ მოიგებს?!

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ოქტომბრის სანაკრებო პაუზაზე ერთ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს. 15 ივნისს "ჯვაროსნები" შინ კვიპროსის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

    აღნიშნულ მატჩს ორივე გუნდი კატასტროფულ ფორმაში ხვდება. სხვათა შორის, მათ დაახლოებით მსგავსი სექტემბერი ჰქონდათ - ქართველებმაც და კვიპროსელებმაც ესპანელ მეტოქეებთან 6-ბურთიანი სხვაობით წააგეს, დიდად უკეთესი შთაბეჭდილება არც მეორე შეხვედრაში (ნორვეგია 2:1 საქართველო, კვიპროსი 0:3 შოტლანდია) დაუტოვებიათ.

    აქედან გამომდინარე, მოახლოვებულ ჯახს მათთვის სატურნირო დატვირთვა შერჩენილი აღარ აქვს, თუმცა თავიანთი გულშემატკივრისთვის მობოდიშება ორივე ქვეყნის ფეხბურთელებს უნდა სურდეთ.

    თუ სუპერკომპიუტერის პროგნოზს დავუჯერებთ, "მიხეილ მესხზე" გასამართ დაპირისპირებაში გუნდები ქულებს გაიყოფენ. ნავარაუდებია საბოლოო ანგარიშიც - 1:1.

    მოვლენების მსგავსად განვითარების შემთხვევაში თემურ ქეცბაიას კოლექტივი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ ქულას აიღებს, ვილი სანიოლის შეგირდებს კი 5 ქულა დაუგროვდებათ.

    აქვე შეგახსენებთ, რომ კვიპროსთან მატჩამდე (15.10.2023 17:00) "ჯვაროსნები" ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავენ. 12 ოქტომბერს ქართველები ტაილანდის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამოცდიან ძალებს.

    Facebook კომენტარები