• 10-10-2023
    იქნება 3 ტრანსფერი - "ბარსამ" 2024 წლის ზაფხულის დაგეგმვა დაიწყო
    იქნება 3 ტრანსფერი - "ბარსამ" 2024 წლის ზაფხულის დაგეგმვა დაიწყო
    Author of the article
    Aa

    ESPN იუწყება, რომ "ბარსელონამ" უკვე დაიწყო 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დაგეგმვა. 

    ჟურნალისტების - სამუელ მარსდენისა და მოი ლორენსის ცნობებით, "ბლაუგრანა" დაცვითი ტიპის ნახევარმცველისა და ორი განაპირა მცველის შეძენას ეცდება. ამ უკანასკნელებით კლუბი მარკოს ალონსოსა და სერხი რობერტოს ჩაანაცვლებს.

    ცხადია, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ფინანსური მდგომარეობა მათ აიძულებს, რომ ან თავისუფალ აგენტებზე გაიწიონ, ან ისეთ ფეხბურთელებზე, რომლებსაც თავიანთ გუნდებთან კონტრაქტი 1 წელიწადში ამოეწურებათ.

    წყარო გვიმხელს იმასაც, რომ გასულ ზაფხულს "ბარსას" მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელი ვარსკვლავი, იოზუა კიმიხი შესთავაზეს.

    კატალონიურ გრანდს იოზუას ტრანსფერის განხორციელების სახსრები არ აღმოაჩნდა, მაგრამ ხელმძღანელობა გერმანელის მდგომარეობას მაინც აკვირდება. "ბლაუგრანაში" ფიქრობენ, რომ ბავარიელებმა კიმიხი შეიძლება მომდევნო ზაფხულს გაყიდონ, რადგან "ბაიერნთან" დღეს მოქმედი ხელშეკრულება მას 2025 წლის ივლისში უმთავრდება.

    "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელ, ჩავი ერნანდესი კიმიხის დიდი გულშემატკივარია.

    აქვე გეტყვით, რომ 28 წლის შუახაზელმა მიმდინარე სეზონში 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.


    Facebook კომენტარები