• 04-08-2022
    ფაბრეგასი: "ბარსას წარმომადგენლებს ვუთხარი, რომ ჩუამენი ეყიდათ"
    ფაბრეგასი: "ბარსას წარმომადგენლებს ვუთხარი, რომ ჩუამენი ეყიდათ"
    ავტორი
    Aa

    "მონაკოს" ყოფილმა და აწ უკვე სერია ბ-ს გუნდ "კომოს" ვეტერანმა ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა მადრიდის "რეალის" ახალ შენაძენზე ორელიენ ჩაუმენიზე ისაუბრა.


    "ჩუამენისთან ერთად ორ სეზონზე მეტი ვითამაშე. გასულ წელს ბარსელონას წარმომადგელებს ვუთხარი, რომ კარგი იქნებოდა, თუ მას შეიძენდნენ."


    "მას დიდი მომავალი აქვს, თუმცა ახლა კატალონიელები გარკვეული მიზეზების გამო მის დამატებას ვეღარ მოახერხებენ", - განაცხადა ესპანელმა.


    შეგახსენებთ, რომ "სამეფო გუნდს" ფრანგი ამომავალი ვარსკვლავის ტრანსფერი 80 მილიონზე მეტი დაუჯდა.

    Facebook კომენტარები
    მეტი სიახლის ნახვა