• 10-10-2023
    პაბლო გავი ტრავმირებულია
    პაბლო გავი ტრავმირებულია
    ავტორი
    Aa

    "ბარსელონაში" არსებული ტრავმიანობის შესახებ ყველას შესანიშნავად მოგეხსენებათ. გუნდს ახლა რობერტ ლევანდოვსკი, რაფინია, პედრი, ფრენკი დე იონგი და ჟიულ კუნდე აკლია.

    ამ სიტუაციის გათვალისწინებით, მომავალ სანაკრებო მატჩებს "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ძრწოლით ელოდებოდნენ. თუ Carrusel-ის მიერ გავრცელებულ ცნობებს დავუჯერებთ, კატალონიელთა შიშებმა გამართლება იქამდე დაიწყეს, სანამ ეროვნული გუნდები თავიანთ შეხვედრებს ჩაატარებდნენ...

    წყაროს თანახმად, ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე პაბლო გავი დაზიანდა.

    მეტი დეტალი ჯერ არ ზუსტდება, თუმცა ნათელია, რომ თუ 19 წლის ნახევარმცველის ტრავმა სერიოზულია, შეკრებას იგი გამოაკლდება.

    აქვე გეტყვით, რომ 12 ოქტომბერს "ფურია როხა" შოტლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს, 15 ოქტომბერს კი ნორვეგიას ესტუმრება.

    Facebook კომენტარები