• 10-10-2023
    "ბარსელონას" საყრდენი სურს - 5 კანდიდატი
    "ბარსელონას" საყრდენი სურს - 5 კანდიდატი
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საყრდენი ნახევარმცველის დამატებას ეცდება, - იუწყება SPORT.

    წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს სურს, რომ კლუბმა კიდევ ერთხელ სცადოს მარტინ ზუბიმენდის დამატება. ბასკ ნახევარმცველს "მაესტრო" მომავლისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად მიიჩნევს.

    მიუხედავად ესპანელი სპეციალისტის სურვილებისა, "რეალ სოსიედადი" მარტინს იმდენად ძვირად დააფასებს, რომ კლუბს მისი შეძენა ნამდვილად გაუჭირდება.

    აქედან გამომდინარე, "ლურჯ-ბროწეულისფერთ" სხვა ვარიანტებიც ჰყავთ შეგულებული:

    უილფრიდ ნდიდი (ლესტერი)

    გვიდო როდრიგესი (ბეტისი)

    ESPN ასახელებს ტიაგო ალკანტარას (ლივერპული) და ჟორჟინიოს (არსენალი) კანდიდატურებსაც.

    Facebook კომენტარები