• 13-10-2023
    შოთა არველაძე: "ეს გოლები გიორგის ფსიქოლოგიურად წაადგება”
    შოთა არველაძე: "ეს გოლები გიორგის ფსიქოლოგიურად წაადგება”

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საფეხვურთო ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ტაილანდს რეკორდული მაჩვენებლით 8:0 სძლია.

    ზემოხსენებულ მატჩში საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველად, პოკერი შესრულდა. 4 გოლიდ გატანა გიორგი მიქაუტაძემ შეძლო.

    მატჩის შემდეგ მიქაუტაძის ბრწყინვალე შედეგს საქართველოს ნაკრების ბომბარდირი შოთა არველაძე გამოეხმაურა:

    “გიორგი მიქაუტაძეს ვულოცავ პირველ პოკერს, ეროვნული ნაკრების მაისურით. ისტორიული მიღწევაა და მიხარია, რომ მისი სანაკრებო კარიერა, წლიდან წლამდე უკეთესი ხდება. ეს გოლები ფსიქოლოგიურადაც წაადგება და იმედი მაქვს, კლუბშიც მეტი სათამაშო დრო მიეცემა, რომელსაც იმსახურებს”. - განაცხადა არველაძემ.

    ცნობისთვის, არველაძე “აიაქსის” ლეგენდა გახლავთ და მიქაუტაძის ნიდერლანდულ გუნდში ტრანსფერს ხშირად შოთასთან აკავშირებენ.



    Facebook კომენტარები