• 16-06-2023
    "რეალი" კოლო მუანის დამატებით ინტერესდება
    "რეალი" კოლო მუანის დამატებით ინტერესდება

    როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" ფორვარდის ძიებაშია.

    მედია უკვე არაერთ კანდიდატს ასახელებს. მათ შორის იყო ჰარი კეინი, კაი ჰავერცი, ასევე ბოლო პერიოდში მბაპე.

    ახლა კი ასპარეზზე ახალი ვარიანტი გამოჩნდა.

    საუბარია ფრანკფურტის "აინტრახტის" შემტევზა რანდალ კოლო მუანზე.

    ფაბრიც ჰოუკინსის ინფორმაციით, მადრიდელები მისი დამატებით ინტერესდებიან.

    აღსანიშნავია, რომ გერმანელები კოლო მუანის სანაცვლოდ 80 მილიონს ითხოვენ.

    Facebook კომენტარები